რისვიკის საზავო ხელშეკრულებები 1697

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რისვიკის საზავო ხელშეკრულებები 1697 – (საფრანგეთსა და აუგსბურგის ლიგაში გაერთიანებულ მის მოწინააღმდეგეებს შორის), ხელი მოაწერეს რისვიკის (ჰოლანდია) მახლობლად ციხესიმაგრეში. საფრანგეთის ხელშეკრულებებმა ჰოლანდიასთან, ინგლისთან, ცალკეულ გერმანელ თავადებთან (30.X) დაასრულა 1688-97 ომი. საფრანგეთ-ჰოლანდიის ხელშეკრულებით მხარეები ერთმანეთს უბრუნებდნენ ომის დროს დაკავებულ ტერიტორიებს: საფრანგეთმა შეამცირა ჰოლანდიურ საქონელზე საბაჟო ტარიფები. ინგლისთან ხელშეკრულების თანახმად, ლუი XIV-მ ვილჰელმ ორანელი ინგლისის მეფედ აღიარა. ორივე სახელმწიფოს ქვეშევრდომებმა მიიღეს ნავიგაციისა და ვაჭრობის თავისუფლება, ესპანეთთან დადებული ხელშეკრულებით საფრანგეთმა დაუბრუნა მას კატალონიასა და ესპანურ ნიდერლანდში დაპყრობილი თითქმის ყველა ტერიტორია: ლუქსემბურგი, შარლერუა, მონსატი, კურტრე და სხვ. იმპერატორთან დადებული ხელშეკრულებით საფრასგეთმა დაუბრუნა მას ფრაიბურგ-იმ-ბრაისგაუ, ფილიპსბურგი, კელნის სიმაგრე და სხვ. საფრანგეთს დარჩა მხოლოდ სტრასბურგი და იმპერიის მოსაზღვრე ზოგიერთი ტერიტორია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები