რიკეთსიოზი (ფუტკრის დაავადება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიკეთსიოზი - ფუტკრისა და ბარტყის დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს მათი დაღუპვა. მიმდინარეობს გაზაფხულზე და ზაფხულობით. მისი აღმძვრელია ფილტრში გამავალი მიკროორგანიზმი რიკეთსია.
დაავადების ნიშნები - ფუტკარი ნაკლებად პროდუქტიულია, ფრთებგაფშეკილი, ცახცახებს, მუცელი გადიდებული აქვს; გაჩხვლეტისას გამოდის ბევრი, რძესავით თეთრი სითხე. ბარტყი რუხი ფერისაა, კანში მოჩანს. ტრაქეები. თავგადაბეჭდილი ბარტყის ხუფები ოდნავ ჩაწეულია დიაგნოზს ადგენენ ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
ბრძოლის ღონისძიებები - აუმჯობესებენ მოვლა-პატრონობის პირობებს. გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს ატარებენ ვეტექიმის მითითების მიხედვით.