რეპლიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეპლიკა (იტალ. replica)
- რეპლიკა — კრებაზე და მისთ. ორატორისათვის ადგილიდან მიცემული მოკლე შენიშვნა; შეპასუხება, წამოძახილი.
- რეპლიკა თეატრში — თეატრალური ფრაზის დაბოლოება, მოქმედი პირის ბოლო სიტყვები, რომელთა შემდეგაც ლაპარაკს იწყებს მეორე მოქმედი პირი.
- რეპლიკა სამართალში — ერთი მხარის მიერ შეკამათება მეორესთან სასამართლო პროცესზე.
- რეპლიკა მუსიკაში — მუსიკალური ფრაზის გამეორება სხვა ხმით ან სხვა ტონალობით.
- რეპლიკა სახვით ხელოვნებაში — მხატვრული ნაწარმოების საავტორო პირი, რომელიც ორიგინალისაგან ზომით განსხვავდება.