რეგიონული თანამშრომლობა განვითარების მიზნით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეგიონული თანამშრომლობა განვითარების მიზნით − რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაცია, შეიქმნა სტამბოლში 20-21.VII.1964 ირანის, პაკისტანის და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურთა კონფერენციის გადაწყვეტილებით წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობის მიზნით, უპირატესად მათი საკუთარი რესურსების ხარჯზე. ამ მიზნის მიღწევა გათვალისწინებული იყო რეგიონული თანამშრომლობის განვითარების გზით მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული ურთიერთობების სფეროში. ძირითადი ყურადღება ეთმობოდა სამრეწველო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში შემუშავდა 50-ზე მეტი ერთობლივი პროექტი. 70-იანი წლებიდან ორგანიზაცია წევრი სახელმწიფოების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა თათბირებზე განიხილავს რეგიონული პოლიტიკის საკითხებს და მათ პოზიციათა კოორდინაციას საერთაშორისო პრობლემებზე. ფინანსური სიძნელეების გამო 70-იანი წლების დასასრულიდან ორგანიზაცია ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები