რაციონალური რიცხვები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაციონალური რიცხვები – ყველა მთელი და წილადი რიცხვები, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ნულის ჩათვლით. აღინიშნება Q ასოთი.
რაციონალური რიცხვი წარმოიდგინება, როგორც ორი მთელი რიცხვის შეფარდება m/n სახით, სადაც m და n მთელი რიცხვებია (n≠0). რაციონალური რიცხვები შეიძლება წარმოვადგინოთ სასრული ათწილადების ან პერიოდული ათწილადების სახით.