რაშტატის საზავო ხელშეკრულება 1714

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაშტატის საზავო ხელშეკრულება 1714 – (საფრანგეთსა და ავსტრიას შორის), დაიდო 6.III რაშტატის (სამხრეთ, ბადენი) კონფერენციაზე, უტრეხტის საზავო ხელშეკრულება (1713). რომელმაც ესპანური მემკვიდრეობისათვის ომი დაასრულა, ავსტრიის იმპერატორმა კარლ VI-მ არ ცნო. თუმცა მისი სიმტკიცე შეარყია ფრანგების წარმატებებმა რაინზე 1713 წლის ზაფხულში, ასევე ესპანური ნიდერლანდის ბედმა, რომელიც ხელში ჩაუვარდა ავსტრიის ყოფილ მოკავშირეებს – ჰოლანდიელებს. 1713 წლის ნოემბერში კარლ VI დათანხმდა, ეწარმოებინა საზავო მოლაპარაკებები მის მიერ უტრეხტში უარყოფილი ფრანგული წინადადებების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა შეინარჩუნა ვესტფალიის, ნეიმეგენის და რიისვიკი საზავო ხელშეკრულებებით მიღებული ტერიტორიები. ის დათანხმდა, დაებრუნებინა რაინის მარჯვენა საპირეზე დაპყრობილი ქალაქები და სიმაგრეები (ბრაიზახი, კელნი, ფრაიბურგ-იმ-ბრაისგაუ) და დაენგრია რაინის სანაპიროზე თავისი გამაგრებები. რაინზე თავისუფალი ნაოსნობა გამოცხადდა. კარლ VI-მ შეინარჩუნა სარდინია, მიიღო ესპანური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი – ნეაპოლის სამეფო, ტოსკანის ნაწილი და მილანის საჰერცოგო იტალიაში, ასევე ესპანური ნიდერლანდი და აღიარა ბურბონების მიერ ესპანური გვირგვინის შენარჩუნება. 1714 წლის სექტემბერში ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში მონაწილე გერმანულ სახელმწიფოთა კონფერენციამ ბადენში უცვლელად დაამტკიცა ხელშეკრულების პირობები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები