რაში (ცხენი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაში – მითოსურ-ზღაპრული ცეცხლოვანი ბუნების ფრთიანი ცხენი (როგორც ბერძენთა პეგასოსი), რომლის მეშვეობითაც გმირი თვალის დახამხამებაში გადალახავს სივრცეებს; რაშზე, როგორც სკნელთა შორის შუამავალზე, ამხედრებული გმირი დაუბრკოლებლად მოძრაობს სამივე სკნელში. რაში ერთდროულად ოთხივე სტიქიას – მიწას, ჰაერს, ცეცხლს და წყალს განასახიერებს. ინდურ მითოლოგიაში მთელი ქვეყნიერება ცხენის ნაწილებისგან არის შექმნილი (აშვამედჰა).