რაყამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაყამი – (არაბ.-თურქული რაკამ – გამოსახვა), სპარსეთის შაჰის თუ ოსმალეთის სულთნის წერილს, ბრძანებას, სიგელს აღნიშნავს. ასეთი დოკუმენტი „რაყამის“ სახელწოდებით საქართველოში XVII-XVIII სს-შემომდის. რაყამი ქართველთა მიერ ფირმანთანაა გაიგივებული – „ფარმანი სხვათა ენაა, ქართულად დასტურის წიგნი“ (სულხან-საბა ორბელიანი); „ფარმანი სპარსული ლექსი არის, არაბულად რაყამი არის, ქართულად ბრძანება სიტყვითა, გინა წიგნისა“, ან „იერაყი მეფეთა, ან რაყამი“ (თეიმურაზ ბაგრატიონი). რაყამში ანუ ბრძანება-სიგელში აღინიშნებოდა ყველაზე მაღალი რანგის ხელისუფალთა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებანი, მაგალითად, ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობისა თუ დამოკიდებულება-ვასალობის საკითხი, რაყამის საშუალებით ელჩობებისა და დიპლომატიური კონტაქტების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება-დადასტურება ხდებოდა, შესაბამისად, ქართული საბუთის აღმნიშვნელი რაყამი სათანადო დატვირთვას ასრულებს დიპლომატიურ თუ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთერთობათა სფეროში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები