რადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რად-ი (აფხ. Рад) – ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის მიხედვით აერგების („აერგი“) – რიმცასა და რარირას უფროსი ვაჟი, -რაშისა და ხანიას ძმა. იგი ნართების ტოლი გმირია; მტერთან შეხვედრისას ველურ კამეჩს ჰგავს. რადის ნასროლი ისარი მიზანს არასოდეს ცდება.
ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, აფხაზური სიმღერების რეფრენში („უა, რარირა, რაიდა, რაშა!“) მისი სახელია მოცემული.
ლიტერატურა
- Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
- Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976.