ჟღენტი სერგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟღენტი სერგი მიხეილის ძე – (1912–1963) გამოჩენილი საბჭოთა ენათმეცნიერი – ფონეტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ძვირფასი ფოლკლორული მასალაა შეტანილი მის წიგნებში. „გურული კილო“ (1936) და „ჭანური ტექსტები“ (1938). ჭანურის არქაბულ კილოზე ჩაწერილ ტექსტებს, რომლებიც დასახელებულ წიგნშია გამოქვეყნებული, დაუფასებელი მნიშვნელობა იქვს არა მარტო ჭანურის ენობრივი თავისებურებების, არამედ ჭანური ფოლკლორის ძირეული საკითხების შესასწავლადაც. ფასეულია მისი შრომები ხალხური ლექსწყობის თვალსახრისით.
ა. ღლონტი
ლიტერატურა
- ჟღენტი, გურული კილო, 1936;
- მისივე. ჭანური ტექსტები, 1938;
- ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
- ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხები (რჩეული შრომები), თბ., 1965.