ჟღენტი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით ჟღენტი – დაიბადა 1952 წლის 5 ოქტომბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში (1995).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი, კანონიერების, თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი; მაღალმთიან რეგიონებში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სტიქიური მოვლენების საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.