ჟორჟოლიანი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზ ჟორჟოლიანი – დაიბადა 1960 წლის 4 სექტემბერს მესტიაში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი (1984). სამხედრო სამსახური (1980-82).
სამუშაო გამოცდილება
- ინჟინერ-ენერგეტიკოსი.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ზუგდიდის 91-ე საარჩევნო ოლქი.
- ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).