ჟოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოლო

ჟოლო – (Rubus idaeus L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). ბუჩქოვანი მცენარეა, ერთწლიანი ყლორტები ცილინდრულია, სწორად მდგომი, წვერდახრილი, სქლადაა მოფენილი წვრილი, მოწითალო-ყავისფერი ეკლებით. ფოთოლი შედგება 3-7 ფოთოლაკისგან. ფოთოლაკები ზედა მხარეზე თითქმის შიშველია ან აქა-იქ მოფენილი მარტივი ან ვარსკვლავისებური ბეწვით. ქვედა მხარე თეთრი, ქეჩისებური შებუსვითაა, კიდეებზე უთანაბროდ. ხერხკბილა.•ყვავილები შეკრებილია იღლიურ, მცირეყვავილიან მტევნებად და კენწრულ ფარისებურ-საგველა ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები თეთრია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტყეებსა და ტყის პირას, გაჩენილ ადგილებზე, ტყის ველობებზე, მდინარეთა ნაპირებზე, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცშლ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები