ჟან ალიუჩუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან ალიუჩუ (ბალყ.-ყარაჩ. Жан алыучу – „სულის წამგვრელი“) – სიკვდილის სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. წარმოდგენილი ჰყავდათ ფოცხვერის ან აფთრის სახით. ამ ცხოველთა ბრჭყალები მომაკვდავის თვალთან ახლოს მიჰქონდათ და შეკითხვაზე, ხედავდა თუ არა მათ ავადმყოფი, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ჩათვლიდნენ, რომ მას უკვე ჟან ალიუჩუ ეწვია.


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарские мифы. Составител М. Джуртубаев. Нальчик, 2007;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები