პუასარდული ჟანრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუასარდული ჟანრი – პიესების განსაკუთრებული სახეობა, რომელშიც გამოიყენებოდა თევზით მოვაჭრე ქალების უხეში, „მდაბიური“ ჟარგონი ეს ჟანრი სცენაზე დაამკვიდრა ფრანგმა დრამატურგმა ჟ. ვადემ, ავტორმა პიესისა „მსხლის ხე“ (ბოკაჩოს ნოველის მიხედვით, 1750) ეს პიესა პირველად წარმოდგენილ იქნა ბაზრობის თეატრში „ოპერა კომიკი“.