პტოლემაიოს IV ფილოპატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პტოლემაიოს IV ფილოპატორი

პტოლემაიოს IV ფილოპატორი - (ეგვიპტის მეფე ძვ.წ. 221-204) – ეგვიპტის მეფე პტოლემაიოსების დინასტიიდან.

ბიბლიის მიხედვით პტოლემაიოს IV თავდაპირველად პატივს არ სცემდა ებრაელთა რელიგიას და უფლის ტაძრის წმიდათა წმინდაში შედწევაც კი სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ მეფემ აზრი შეიცვალა იუდეველებზე და მათ მიმართ შედარებით ლმობიერი პოლიტიკა გაატარა.

პტოლემაიოს IV-ს ბრძოლა მოუწია იმ პერიოდში გამძლავრებული სელევკიდების წინააღმდეგ. თავდაპირველად ომი მისთვის წარმატებულად მიმდინარეობდა. რაფიასთან (ღაზასთან) გენერალურ ბრძოლაში ძვ.წ. 217 წლის 22 ივნისს ეგვიპტის მეფემ დიდი გამარჯვება მოიპოვა სელევკიდ მმართველზე, ანტიოქე III-ზე თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ სირიელები დაეუფლნენ უპირატესობას და პალესტინა დაიკავეს. პტოლემაიოსებმა პალესტინის დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

პტოლემაიოს IV-ს წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოხდა, რის შედეგადაც ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ეთიოპია-ნუბიამ დამოუკიდებლობა აღადგინა XXXIII ეთიოპიური დინასტიით სათავეში. შინაომებს შეეწირა თვითონ პტოლემაიოს IV-ც. ის მოკლეს და ტახტზე მცირეწლოვანი პტოლემაიოს V ეპიფანე აიყვანეს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები