პროსცენიუმის მსახურნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროსცენიუმის მსახურნი — სპექტაკლის მოქმედი პირები. საწყისს იღებენ „კურომბოდან“ (მომსახურეთა სახეობა) — ძველი იაპონური თეატრი კაბუკიდან. თავით ფეხამდე შავებში გამოწყობილი და სახეზე შავი საფარველით კურომბო მაყურებელთა თვალწინ ასრულებს დამხმარის ფუნქციებს. სპექტაკლის კვალდაკვალ მსახიობთ ეხმარება ტანსაცმლის გამოცვლაში, უსწორებს ტანსაცმელს, კარს უღებს, სკამს აწვდის, ზედმეტი ნივთები გაქვს სცენიდან და ა. შ. რუსეთის სცენაზე ფართოდ იყენებდნენ მეიერჰოლდი და სხვანი.