პროპორცია (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროპორცია – ოთხი სიდიდის ორი ფარდობის ტოლობა a/b=c/d, სადაც a,b,c,d სიდიდეები პროპორციის წევრებია. პროპორციის შემადგენელი არც ერთი წევრი არ არის ნულის ტოლი. a-სა და d-ს ეწოდებათ კიდური წევრები, b-სა და c-ს – შუა წევრები. პროპორციის ძირითადი თვისება: კიდურის წევრების ნამრავლი ტოლია შუა წევრების ნამრავლისა: ad=bc.

არითმეტიკული პროპორცია ეწოდება ორი სხვაობის ტოლობას: a-b=c-d.

წარმოებული პროპორცია ეწოდება მოცემული პროპორციიდან ორივე მხარეს იგივური მოქმედებებით მიღებულ ახალ პროპორციებს.

მაგალითად პროპორციიდან Pro001.png ანუ α : b = c : d, ვიღებთ:


Pro003.png


და ა. შ. ზოგადად: Pro005.png

სადაც m, n, p, q ნებისმიერი რიცხვებია (p და q. ერთდროულად არ უდრის ნულს).

პროპორციის თეორია განავითარეს ძველი საბერძნეთის მეცნიერებმა, რასაც სტიმული მისცა მათემატიკური სიმკაცრის მოთხოვნამ – შეესწავლათ მხოლოდ მთელი რიცხვების შეფარდება, მთელ რიცხვებს შორის დამოკიდებულება. ამის შედეგად ჩვენს წ. აღ-მდე IV საუკუნეში ევდოქსმა დაასრულა პროპორციის ზოგადი თეორიის აგება. შეფარდებისა და პროპორციის აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინების, ლათინურ ენაზე გადათარგმნის შემდეგ მივიღეთ დღევანდელი ტერმინები: λογοζ ითარგმნება სიტყვით ratio – „შეფარდება“, ხოლო ბერძნული αναλογια ციცერონმა ერთხელ თარგმნა იშვიათი ლათინური სიტყვით proportio – „თანაზომადი“, „თანაზომიერი“, „თანაბარი“; ეს ტერმინები მოიწონეს კაპელამ (V ს.) და ბოეციამ (VI ს.) მათემატიკური ცნების აღსანიშნავად.

პროპორცია ამჟამინდელი მნიშვნელობით პირველად განსაზღვრა რომის საინჟინრო სკოლის დირექტორმა ცამბერტიმ (XV ს). პროპორციის წევრებს ბერძენმა მათემატიკოსებმა უწოდეს δροι – „საზღვრები“; ეს არის სიტყვასიტყვითი თარგმანი ლათინური termini -ისა, საიდანაც წარმოიშვა წევრი (კლავიუსი, 1608). გამოთქმა „საშუალო პროპორციული“ შემოიღო იორდან ნემორარიმ (XIII ს.), „საშუალო არითმეტიკული“ – კეპლერმა, „საშუალო გეომეტრიული“ – კლიუგელმა (1808).

თანამედროვე ჩაწერა a:b = c:d შემოიღო ლაიბნიცმა (1708). მასში ჩანს აშკარა მსგავსება ინგლისში მიღებულ აღნიშვნასთან, სადაც ამ დროს იყენებდნენ ოტრედის შემოთავაზებულ აღნიშვნას a.b::c.d და ინგლისელი ასტრონომის უინგის აღნიშვნას a:b::c:d (1649). ფრანგი მათემატიკოსები ამ დროისათვის იყენებდნენ დეკარტის ჩანაწერის სხვადასხვა მოდიფიკაციას: a|b| |c|d, (1619-1621). XIII ს-ის პირველ ნახევარში გვხვდებოდა სხვადასხვა აღნიშვნა, მაგრამ თანდათანობით ყველგან გაიმარჯვა ლაიბნიცის აღნიშვნამ, გარდა ამერიკისა, სადაც მასზე მხოლოდ XX საუკუნეში გადავიდნენ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები