პროგრამა (გამომთვლელი მანქანისათვის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროგრამა – პროგრამა გამომთვლელი მანქანისათვის – ეს არის გამომთვლელი მანქანისათვის გასაგებ ენაზე ზუსტად ჩამოყალიბებული დავალება ინფორმაციის დასამუშავებელი სამუშაოს შესასრულებლად.

სიტყვა προγραμμα ნიშნავს „განცხადებას“, „განაწესს“. იგი შედგება ორი სიტყვისაგან: προ – „წინ“ და γραμμα – „ჩაწერა“, „ხაზი“.

პირველი პროგრამა გამომთვლელი მანქანისათვის „ბებეჯა“ (1843) შეადგინა ქალბატონმა ლავლეისმა, ბაირონის ქალიშვილმა; ამ პროგრამას ეწოდებოდა „ბერნულის რიცხვების გამოსათვლელი ოპერაციების სია“. პროგრამა შეიცავდა ბებეჯის მიერ გამოგონილი მართვის პირობით გადაცემას, ოპერაციის ციკლის გამეორებას და ა.შ. თანამედროვე პროგრამების პრინციპი ჩადებული იყო ამ პირველ პროგრამაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები