პრეციოზული სტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრეციოზული სტილი – (ფრანგ. precieux – ძვირფასი, დახვეწილი), მე-17 საუკუნის I ნახევარში საფრანგეთის ხელოვნებასა და ლიტერატურაში გავრცელებული მიმართულება. წარმოიშვა დიდებულთა წრეში, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ არისტოკრატულ სალონებში („რამბუიეს ოტელი“ და სხვ.). ეს სტილი გამოიხატა პირობით თემატიკაში, დახვეწილ ენასა და განზოგადებულ პოეტურ სახეებში. მან ზეგავლენა მოახდინა ძირითადად პოეზიაზე და ასევე დრამატურგიაზეც (ა. არდი, ფ. ბუარობერი და სხვ.) პრეციოზული სტილი შემდგომში პაროდირებულ იქნა განმანათლებლების მიერ (მათ შორის, მოლიერის „სასაცილო პრანჭია ქალები“).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები