პრეტექსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრეტექსტი – წინიარე ტექსტი, ამა თუ იმ ფოლკლორული ნაწარმოების თავდაპირველი ტექსტი, რომლის საფუძველზე თანდათან ჩამოყალიბდა ვერსიები, ვარიანტები, სახესხვაობანი და განსხვავებული წაკითხვანი.

პრეტექსტი ავტორმთქმელისეული ტექსტია (თუ საქმე გვაქვს ხალხური ნაწარმოების ინდივიდუალურ საწყისთან) ანდა კოლექტიური თანაავტორობით შექმნილი პირველი ბირთვი (თუ ტრადიციული ძეგლის ჩასახვა ჯგუფში მოხდა) პრეტექსტი არქეტიპისაგან განსხვავებული მოვლენაა. პირველ შემთხვევამი ფოლკლორული ჟანრის ნიმუშის წარმოქმნასთან გვაქვს საქმე, მეორეთ კი მხედველობაშია უკვე ნაწარმოების განვითარების, ხალხში ბრუნვით მიღებულ განშტოებათა საწყისი მასალა.

მ. ჩიქოვანი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები