პრეტექსტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პრეტექსტა – (ლათ. praetexta – მოვარაყება), ძველრომაული ლიტერატურული ჟანრი, ტრაგედია რომის ისტორიის სიუჟეტზე, რომელშიც გამოყენებულია ძველბერძნული დრამატურგიის ხერხები.
ტერმინი წარმოიშვა რომის მაგისტრატების ჩაცმულობიდან – ტოგა მეწამული ვარაყით, რომელსაც ატარებდნენ პრეტექსტას მოქმედი პირნი. თავად ეს ჟანრი შექმნა ნევიუსმა (მე-3 ს. ძვ. წ.). შემორჩენილია ნაწყვეტები მისი ტრაგედიებიდან „რომული“ (რომის დამაარსებელზე) და „კლასტიდიუსი (რომაელთა გამარჯვება გალებზე). შემორჩენილია ფრაგმენტები სხვა პოეტების ნაწარმოებებიდან. ერთადერთ მთლიანად შემონახულ პრეტექსტას „ოქტავია” (ნერონის ტირანიის შესახებ) აკუთვნებენ სენეკას.