პორ დე ბრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პორ დე ბრა – (Port de bras), ქორეოგრაფიული ტერმინი. ხელების, ტანის, თავის სავარჯიშო. ხელების სწორად გატარება ძირითად პოზიციებში, მომრგვალებულად (arrondi) ან წაგრძელებულად (allonge), ბრუნის, თავის დახრის, აგრეთვე ტანის გადახრის მონაწილეობით.