პოლოლიკაშვილი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

პოლოლიკაშვილი ზურაბ – (Pololikashvili Zurab), ქართველი დიპლომატი, 2006-2009 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორას სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში, 2012-2017 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორას სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში, 2018 წლიდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

დაიბადა 12 იანვარი, 1977 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1994-1998 – სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტზე;
2009 – დაასრულა Instituto de Empresa-ს გლობალური მართვის პროგრამა (Global Senior Managment Program) ქალაქ მადრიდში, ესპანეთის სამეფო.

სამუშაო გამოცდილება:
1997-დან – შრომითი საქმიანობა დაიწყო სააქციო საზოგადოება „თიბისი“ ბანკში საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, საკორესპონდენტო ანგარიშების მართვის მენეჯერად, დოკუმენტალური აკრედიტების მენეჯერად, საკრედიტო მენეჯერად;
2001-დან – მუშაობდა სააქციო საზოგადოება „თიბისი“ ბანკის მთაწმინდის ფილიალის დირექტორად;
2005-დან – ამავე ბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორად;
2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2009-2010 – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
2010-2011 – სააქციო საზოგადოება „თიბისი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი;
2011-2012 – საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი;
05/2017-დან – გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, ფრანგულ, იაპონურ და პოლონურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები