პოლიეთერული ფისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიეთერული ფისი – პროდუქტი, რომელიც მიიღება სპირტებისა და მჟავების ან მათი ანჰიდრიდების პოლიკონდესაციით. ორატომიანი სპირტის (გლიკოლი) საფუძველზე მიღებული პოლიეთერული ფისი მიეკუთვნება თერმოპლასტიკური პლასტმასების ჯგუფს, ხოლო სამატომიანი სპირტის და მჟავების საფუძველზე – თერმორეაქტიულს.