პლასტოკრიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლასტოკრიტი – ბეტონის თხევადი ჰიდროსაიზოლაციო დანამატი; ერთდროულად ასრულებს პლასტიფიკატორის ფუნქციებსაც. ზრდის ბეტონის ძვრადობას, ამარტივებს ბეტონის ჩაწყობის სამუშაოებს, ზრდის სიმკვრივეს, სიმტკიცეს, ხანგამძლეობასა და წყალუჟონადობას, არ შეიცავს ქლორიდებს – ე.ი. არ იწვევს არმატურის კოროზიას და სხვ. გამოიყენება ძირითადად რკინაბეტონის ისეთ კონსტრუქციებში, სადაც დაუშვებელია წყალჟონადობა (რეზერვუარი, ჯებირი, არხი, საცურაო აუზი, წყალსაწმენდი ნაგებობა, წყლის გვირაბი და სხვ.).