პლასტილინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლასტილინი – (იტალ. plastilina < ბერძ. plastos ნაძერწი, პლასტიკური), საგოზავისებრი მოდელური მასალა, რომელიც ადრე მზადდებოდა გასუფთავებული და დაქუცმაცებული თიხის ფხვნილისაგან, სანთლის, ცვილის, ცხოველური ცხიმისა და სხვ. ნივთიერებების დამატებით, რომლებიც პლასტილინს იცავდნენ გამოშრობისაგან; ამჟამად. პლასტილინის დასამზადებლად გამოიყენება მაღალმოლეკულური პოლიეთილენი, პოლივინილქლორიდი, კაუჩუკი და სხვა მაღალტექნოლოგიური მასალები.