პიშონი სტეფან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფან პიშონი

სტეფან ჟან მარი პიშონი – (ფრანგ. Stéphen Pichon, დ. 10 აგვისტო 1857 – გ. 18 სექტემბერი 1933), ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. დიპლომატიური მოღვაწეობა 1893 დაიწყო. 1897-1901 ჩინეთში იყო წარგზავნილი, 1906 წლის ოქტომბერში კლემანსოს კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, იღვწოდა ინგლის-საფრანგეთის კავშირის განმტკიცებისა და მის სამთა კავშირად (რუსეთის მონაწილეობით) გადაქცევისათვის. იმავე პოლიტიკას ატარებდა ბრიანის კაბინეტში (1909-11) მოღვაწეობის დროს. 1913 წლის დასაწყისში ბარჟუს კაბინეტშიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში თანამდებობიდან გადადგა. 1917 წლის ნოემბერში კვლავ კლემასოს კაბინეტში გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარიზის საზავო კონფერენციის (1919-20) მუშაობაში და საფრანგეთის სახელით ხელი მოაწერა ვერსალის საზავო ხელშეკრულებას. კლემანსოს კაბინეტის დაცემის შემდეგ (1920 წლის იანვარი) პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები