პიროვნების აშლილბა ორგანული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიროვნების აშლილბა ორგანული - (F07.0), (personality disorder, organic), დამახასიათებელ ნიშნებად ითვლება დაბრკოლების მიმართ ჭარბი მგრძნობელობა. გულღრძოობა, ეჭვიანობა, გამოცდილების დამახინჯების ტენდენცია, რომელიც ნეიტრალური ან მეგობრული ქმედებების მტრული და აგრესიული განმარტებითაა გამოწვეული და, აგრეთვე, საკუთარი უფლებების შეუპოვარი დაცვა. შეიძლება აღინიშნებოდეს პათოლოგიური ეჭეიანობისადმი მიდრეკილება ან საკუთარი თავის მნიშვნელობაზე ხაზგასმა და არსებულის საკუთარ თავზე აღება. ჩართულია ექსპანსიური, პარანოიდული, ფანატური, კვერულანტული და სენსიტიური პარანოიდული პიროვნება (პიროვნების აშლილობა). რომელიც სხვა კლასიფიკაციებშიც გვხვდება.