პიროგრანიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროგრანიტი – განსაკუთრებული არქიტექტურული საფასადე კერამიკა. მზადდება თიხის დაწნეხის მეთოდით 50 მპა წნევისა და 1200-1300°С ტემპერატურის პირობებში. საექსპლუატაციო მახასიათებლები: ტენშთანთქმა – 0,01-0,5%, ყინვამედეგობა – >150 სრულ ციკლზე. მედეგია მჟავეების, ტუტეებისა და ყოველგვარი აგრესიული გარემოს ზემოქმედების მიმართ. გამოიყენება აგურის, მოსაპირკეთებელი ფილებისა და კრამიტის (ჟოლნაის კრამიტი) დასამზადებლად. პიროგრანიტის საწარმოებელი აგურის ქარხანა რუსეთში ჯერ კიდევ 1882 წელს გაიხსნა (გოლიცინის აგური) და დღემდე წარმატებით მუშაობს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები