პეტერბურგის ოქმები 1626

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტერბურგის ოქმები 1626 – (რუსეთსა და ინგლისს შორის საბერძნეთის საკითხის მოწესრიგებისათვის ერთობლივი მოქმედების შესახებ), საბერძნეთის საკითხი წამოიჭრა თურქეთის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების (1821-30) შედეგად. ოქმი ხელმოწერილ იქნა 4.IV.1826 პეტერბურგში რუსეთის მხრიდან გრაფ ნესელროდესა და თავად ლივენის, ხოლო ინგლისის მხრიდან ჰერცოგ ველინგტონის მიერ.

პეტერბურგის ოქმების თანახმად ორივე მოლაპარაკებულ მხარეს უნდა მოეთხოვა პორტასაგან, მიენიჭებინა ბერძნებისათვის უფლება „თვითონ გასძღოლოდნენ საკუთარ საშინაო თვითმმართველობას“, იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნებოდა მათი საგარეო დამოკიდებულება ოტომანთა იმპერიაზე (ეს გამოიხატებოდა ყოველწლიური ხარკის გადახდაში და თურქების გარკვეული მონაწილეობით ბერძენ ხელისუფალთა დანიშვნაში), აგრეთვე უფლება „საბერძნეთის მატერიკსა და კუნძულებზე განლაგებული თურქული მამულების შეძენისა“ (მუხ. 1). ამის საფუძველზე რუსეთი ცნობდა ინგლისის უფლებას საბერძნეთსა და თურქეთს შორის შუამდგომლობაზე (მუხ, 2). რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოილაპარაკეს, შემდგომში მიეღოთ საჭირო ზომები შეთანხმების ცალკეული დეტალებისა და იმ ტერიტორიის განსაზღვრისათვის, რომელიც ბერძენთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდოდა (მუს. 4). მოლაპარაკების ორივე მხარე კისრულობდა ვალდებულებას, არ ეწარმოებინა თავისი სამფლობელოების გაფართოება და საკუთარი ქვეშევრდომებისათვის რაიმე ისეთი პრივილეგირებული პირობების მინიჭების მოთხოვნა, რომელიც სხვა სახელმწიფოების ქვეშევრდომთათვის მიუწვდომელი იქნებოდა (მუს. 5). რუსეთის მოთხოვნით, პეტერბურგის ოქმებში ბერძნული ავტონომიის შემდგომი მოწყობის განსაზღვრული მუხლების გარდა შეტანილ იქნა მუხლი 3. რომელიც, ითვალისწინებდა, რომ თუ თურქეთისათვის მიუღებელი იქნებოდა ინგლისის შუამდგომლობა, მოლაპარაკებული მხარეები „ერთად ან განცალკევებულად“ ყოველ ღონეს იხმარდნენ, რათა მიეღწიათ თურქეთისგან პეტერბურგის ოქმების პირობების შესრულებისათვის. ოქმის მე-6, დამამთავრებელი მუხლი შემოერთებისა და საბერძნეთის საკითხის მოწესრიგებაში თანამშრომლობისათვის იწვევდა ვენის, პარიზისა და ბერლინის სამეფო კარს. თანხმობა მისცა მხოლოდ საფრანგეთმა, რომელიც ესწრაფოდა ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, პრუსია-ავსტრია პეტერბურგის ოქმებს არაკეთილგანწყობილად შეხვდნენ. ავსტრიამ ოქმი შეაფასა როგორც თურქეთის სულთნის „კანონიერი“ ხელისუფლების ხელყოფა და „მეამბოხეთა“ მხარდაჭერა. ეს, მისი აზრით, წარმოადგენდა „წმინდა კავშირის პრინციპებისათვის“ მიყენებულ ნამდვილ დარტყმას და თან ბალკანეთში რუსეთის პოზიციების გამაგრებასაც მოასწავებდა. პეტერბურგის ოქმები ჩაიდო საბერძნეთის მომავალი მოწყობის შესახებ დადებულ 1827 ლონდონის კონვენციაში რუსეთს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები