პერიგეუმი (პერიგეა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერიგეუმი (პერიგეა) – მთვარის ორბიტის ან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ორბიტის უახლოესი წერტილი დედამიწასთან. ამ წერტილიდან დედამიწის ცენტრამდე მანძილს პერიგეუმის მანძილი ეწოდება. შემაშფოთებელი ძალების გავლენით პერიგეუმი გადაადგილდება.