პენტაგონური რიცხვები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პენტაგონური რიცხვები (ხუთკუთხა რიცხვები) (ბერძნ. πεντα – ხუთკუთხედი). – ნატურალური (3n2 – n)/2 სახის რიცხვები, ე. ი. რიცხვები 1, 5, 12, 22, ...
ეს რიცხვები წარმოადგენენ ფიგურალური რიცხვების კერძო შემთხვევას და შეადგენენ მე-2 რიგის არითმეტიკულ მწკრივს.
პენტაგონური რიცხვები ეწოდებათ იმიტომ, რომ მათი საშუალებით გამოსახულია ბურთულების რაოდენობა, რომლებიც სიბრტყეზე განლაგებულნი არიან მიმდევრობით მზარდი ხუთკუთხედებით.
აგრეთვე იხილე