პეკინის ხელშეკრულება 1860

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეკინის ხელშეკრულება 1860 – (ტიანძინის ხელშეკრულების დამატება), ტრაქტატი, რომელსაც ხელი მოაწერეს 2(14)-XI რუსეთის დესპანმა ჩინეთში ნ.ა. იგნატიევმა და ჩინეთის მხრიდან – პრინცმა გუნმა, ხელშეკრულებამ დაადასტურა და განავითარა აიგუნის ხელშეკრულება 1858 და ტიანძინის ხელშეკრულებები 1858 დაადგინა რუსეთ-ჩინეთის აღმოსავლეთ საზღვარი და ზოგადად მოხაზა ამ ქვეყნებს შორის დასავლეთის საზღვარი. საზღვრის დადგენისას, მდინარე უსურის მარჯვენა სანაპირო გამოცხადდა რუსეთის, ხოლო მარცხენა– ჩინეთის სამფლობელოდ. შემდეგ საზღვარი გრძელდებოდა მდინარე სუნგაჩის, ხანკის ტბის, მდინარეების – ბელენსეს და ტუმინძიანის გასწვრივ კორეის საზღვრამდე. დასავლეთის საზღვრისათვის დაისახა მისი ზოგადი მიმართულება ზაისანისა და ისიქ-ქოლის ტბების გასწვრივ. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, რუსეთ-ჩინეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრების სადემარკაციოდ დაინიშნებოდა სპეციალური კომისიები. ხელშეკრულებამ დაწვრილებით ჩამოაყალიბა რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები. შემოღებულ იქნა უბაჟო ვაჭრობა რუსეთ-ჩინეთის აღმოსავლეთ საზღერის გასწვრივ მთელ სიგრძეზე დადგინდა, რომ „რუსი ვაჭრები ჩინეთში და ჩინელები რუსეთში ისარგებლებდნენ ორივე მთავრობის განსაკუთრებული მფარველობით.“ ორივე მხარე დათანხმდა კონსულების გაცვლაზე. მე-9-15 მუხლები აწესრიგებდნენ საკონსულო იურისდიქციისა და ჩინეთში რუსი ვაჭრებისათვის ექსტერიტორიულობის სისტემას. 1861 ხელშეკრულებას დაერთო და მის შემადგენელ ნაწილად იქცა ოქმი რუკების გაცვლისა და უსურიის ოლქში საზღვრის გამიჯვნის შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები