პეკინის კონვენცია 1886

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეკინის კონვენცია 1886 – (დიდ ბრიტანეთსა და ცინების ჩინეთს შორის), ხელი მოაწერეს 24.VII; განამტკიცა ჩინეთის მიერ ბირმაში ბრიტანეთის უმაღლესი ხელისუფლების აღიარება. XV საუკუნიდან ჩინეთის კოლონიური პოლიტიკის შედეგად ბირმა ჩინეთის იმპერატორის ნომინალური სიუზერენიტეტის ქვეშ აღმოჩნდა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში კი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის კოლონიური ბრძოლის ობიექტად გადაიქცა. ეს უკანასკნელი შეეცადა, ბირმა ინდოჩინეთსა და ინდოეთს შორის ბუფერულ სახელმწიფოდ ექცია, მაგრამ უშედეგოდ. ინგლისსა და ბირმას შორის ომების პერიოდში ბირმის მეფის ჯარები განადგურდა. ჩინეთის პროტესტის მიუხედავად, 11.I.1886 ინდოეთის ვიცე-მეფის მანიფესტის თანახმად, ბირმა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. იმავე წელს ცინების ჩინეთი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ბირმის სიუზერენიტეტზე და ხელი მოეწერა პეკინის კონვენციისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები