პაჭიჭი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაჭიჭი - (პაიჭი) - წვივის შესამოსელი, მატყლის ნართისა, ჩხირებით ნაქსოვი (ხევს.). პაჭიჭის ბოლო განიერია, ყელი რეზინიანია. სათავეზე ჩამოქსოვილ რგოლებში შავი დაწნული ძაფის ზონარია გაყრილი.
პაჭიჭი ორნაირი იყო – სადა და დაჭრელებული. პაჭიჭების დაჭრელება ქსოვის პროცესშიც ხდებოდა და მის შემდეგაც, მოქსოვილი პაჭიჭების მოქარგვას „დაშატვა“ ეწოდებოდა.
პაჭიჭის ორნამენტის სახეებია:
- დაკავკაულა;
- კეხა;
- ხატის ხატნი
წყარო
- ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956.
- ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.