პატარა ონის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატარა ონის ეკლესია

პატარა ონის ეკლესია – (ინგლ. Little Oni Church), XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, პატარა ონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მდებარე-ბს ქვემო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ონში. ბაზილიკური ტიპის ერთნავიანი შენობა (8,2x7,4 მ) ნაგებია ქვითკირით. აქვს ორი კარი – სამხრეთით და დასავლეთით, რომელთა თავზე თითო ვიწრო სარკმელია განთავსებული. დასავლეთის კარის თავზე ჩაშენებულია ამავე სოფლის რაკეთის ეკლესიის დასავლეთი კარიბჭიდან გადმოტანილი ქვა ძველი ქართული ჩუქურთმითა და ასომთავრული წარწერით, რომელშიც ნახსენებია კახა ერისთავი და დედოფალი დალიდა (ისტორიკოს გ. ბოჭორიძის აზრით, შესაძლებელია კახა ერისთავი რაჭის ერისთავთა – კახაბერთა წინაპარი იყოს). ბაზილიკა დამშვენებული ყოფილა ორნამენტებით, რომელთა ნაწილია შემორჩენილი. XX საუკუნის ბოლოს პატარა ონის წმინდა გიორგის ეკლესია სოფლის ძალისხმევითა და თანადგომით აღდგენილი იქნა დღევანდელი სახით და კეთილად ემსახურება ამ სოფლის მართლმადიდებელ მრევლს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები