პატარა დაფდაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატარა დაფდაფი – დიდი დაფდაფის ზომით უფრო მცირე სახესხვაობა. ქვედა აპკზე დამაგრებული აქვს მოსირმული 3-4 სიმი, რაც მის ხმოვანებას ჟღრიალის ელფერს ანიჭებს. მასზე უკრავენ წვრილი, ბოლოსკენ გაგანიერებული მაგარი ხის 2 ჯოხის საშუალებით. პატარა დაფდაფის ბგერა მშრალი, მკვეთრი და დიდ დაფდაფთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ იგი განსაზღვრული არ არის და არსებითად მუსიკალურ ბგერას არ წარმოადგენს. მარტივ ორმაგ, სამმაგ და ა. შ. დარტყმებთან ერთად პატარა დაფდაფზე კარგად ჟღერს მზარდი ტრემოლო. პატარა დაფდაფი ისევე, როგორც დიდი დაფდაფი ნოტირებულია ერთ ხაზზე („ძაფზე“.)


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები