პასტუხოვის სურო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასტუხოვის სურო – (Hedera pastuchovii Woronow); ოჯახი: სუროსებრნი (Hederaceae). ლიანა ბუჩქია. ფოთლები ტყავისებურია, მიწაზე გართხმული და მცოცავი. უნაყოფო ყლორტების ფოთლები კვერცხისებურად მომრგვალო ფორმისაა, მთლიანი ან დანაკვთული. შეფერილობით – მუქი მწვანე. სანაყოფე ყლორტების ფოთლები მთლიანია, კვერცხისებური ან რომბისებური. ყვავილედი სწორად მდგომი ქოლგაა. გვირგვინი პატარაა და მწვანე ფერის. ყვ. VIII-X; ნაყ. XII-III. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში, მდინარე ალაზნის ჭალებში. საკმაოდ იშვიათი მცენარეა. საქართველოში ცნობილია მხოლოდ ქართლში (თბილისის მიდამოები). კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.