პასტიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასტიში – (იტალ. pasticcio – პაშტეტი), ერთ-ერთი ცენტრალური ხერხი პოსტმოდერნიზმში, წარსული ხელოვნების იმიტაცია ახალთან შერევის გზით; შეგნებულაღ დეფორმირებული კოპია, სადაც აქცენტირებულია ორიგინალის ესა თუ ის ნიშნები. მასში განთავსებული ირონია აღიქმება მათთვის, ვინც იცნობს პირველწყაროს. პასტიშის ობიექტებია – სიუჟეტები, საავტორო სტილი, მხატვრული მიმდინარეობები და სკოლები.