პარლამენტთაშორისი კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარლამენტთაშორისი კავშირი – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია; შეიქმნა 1889 პარიზში სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტთა წეერებს შორის პირადი კონტაქტების ხელშეწყობის და თანამშრომლობის განვითარების მიზნით. პარლამენტთაშორისი კავშირში ფუნქციონირებს პოლიტიკური, საერთაშორისო ურთიერთობის, იურიდიული და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური და სოციალური, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და გარემოს დაცვის კომისიები; მინიჭებული აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში და იუნესკოში, უმაღლესი ორგანოა ყოველწლიური კონფერენცია, პარლამენტთაშორისი კავშირის სამდივნო მდებარეობს ჟენევაში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები