პარიზის თათბირი 1948

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის თათბირი 1948 (ყოფილი იტალიური კოლონიების თაობაზე), ჩატარდა 13-15. IX. თათბირში მონაწილეობდნენ სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის 1942 გადაწყვეტილებები ითვალისწინებდა ყოფილი იტალიური კოლონიების საკითხის გადაწყვეტას იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი და აშშ, რომელთაც ამ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ბაზები შექმნეს, აბრკოლებდნენ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას. თათბირზე საბჭოთა დელეგაციამ დაადასტურა საბჭოთა მთავრობის წინადადება (10-V.1946), ყველა ყოფილი იტალიური კოლონია (იტალიის სომალი, ერიტრეა და ლიბია) 1.1.1934 დადგენილ საზღვრებში გარკვეული ვადით) გადაეცათ იტალიის მეურვეობაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონტროლით და იმ პირობით, რომ კოლონიებში შეიქმნებოდა მმართველობის დემოკრატიული ორგანოები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისგან.

დასავლეთის სახელმწიფოებმა საბჭოთა ქვეყნის წინადადება უარყვეს. მაშინ სსრკ-ის დელეგაციამ შეიტანა ახალი წინადადება (რომელიც თითქმის მთლიანად იმეორებდა აშშ-ის წინადადებას 13.IX 1945), ყოფილი იტალიური კოლონიების გაეროს კოლექტიურ მეურვეობაში გადაცემის შესახებ (10 წლის ვადით). თუმცა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დაჟინებით მოითხოვდნენ იტალიის სომალის საკითხის ცალკე განხილვას და თათბირზე მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტას. დასავლეთ სახელმწიფოთა ასეთი პოზიციის გამო თათბირის მონაწილეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს და ყოფილი იტალიის კოლონიების საკითხი განსახილველად გადაეცა გაეროს გენერალური ასამბლეის III სესიას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები