პარალელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარალელი დედამიწისა, წირი, რომელიც წარმოიქმნება ეკვატორის პარალელური სიბრტყით დედამიწის სფეროს გადაკვეთით. ერთ პარალელზე მდებარე ყველა წერტილს აქვს ერთი და იგივე გეოგრაფიული განედი.

მათემატიკურად – პარალელი არის მცირე წრე, რომელიც წარმოიქმნება x2 + y2 + z2 = R2 სფეროს 0z ღერძის მართობული სიბრტყით გადაკვეთისას; დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მის განტოლებას ასეთი სახე აქვს: x2 + y2 + z2 = R2, z=z0 სადაც z0 მკვეთი სიბრტყის აპლიკატია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები