პანტოკრატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პანტოკრატორი - ეტიმ. ბერძ.pan „ყველაფერი“ + ნაწარმოები ფორმა სიტყვისა krátos „ძალაუფლება“; აღნიშნავს „ყოვლისშემძლეს“' ყოვლისმპყრობელი
ქრისტეს, „სამყაროს უფლის“, ერთ-ერთი განსაზღვრება; აღმოსავლეთში ყველაზე გავრცელებული სწორედ ქრისტე პანტოკრატორის გამოსახულებაა. ქრისტე შეიძლება იყოს გამოსახული მთლიანად, როგორც ეს მრავალ აფსიდაში გვხვდება: ტახტზე მჯდომი მაცხოვარი აკურთხებს მაყურებელს, მისი ფიგურა მთელ ნავზე დომინირებს. უფრო ხშირია ქრისტე პანტოკრატორის მკერდამდე გამოსახულებანი, სადაც მარცხენა ხელში მას სახარება უპყრია, მარჯვენათი კი კურთხევას იძლევა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;