პანინი ნიკიტა პეტრეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკიტა პეტრეს ძე პანინი

ნიკიტა პეტრეს ძე პანინი – (1770-1837), გრაფი, რუსი დიპლომატი.

1796 – მთავარი კომისარი რუსეთის მხრიდან „რეჩ პოსპოლიტას“ მესამე დაყოფის შემდეგ. რუსეთ-პრუსიის საზღვრის დემარკაციის დროს.
1796 დეკემბერში მიენიჭა საგარეო საქმეთა კოლეგიის მე-3 წევრის სტატუსი;
1797 დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან მინისტრად ბერლინში, აქტიურად ცდილობდა პრუსიის ჩართვას კოალიციაში რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ;
1799-1800 – ვიცე-კანცლერი, ცდილობდა რუსეთის დაახლოებას ავსტრიასთან და დიდ ბრიტანეთთან საფრანგეთის წინააღმდეგ.
1800 გადადგა იმპერატორთან უთანხმოების გამო;
ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ კელავ დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრად და იქცა საგარეო პოლიტიკის ფაქტობრივ წარმმართველად. მიიღო ზომები დიდ ბრიტანეთთან დაახლოებისათვის, რის შედეგადაც ხელი მოაწერეს პეტერბურგის კონვენციას (1801).
მეფესთან უთანხმოების გამო 1801 ხანგრძლივი შვებულება აიღო და საზღვარგარეთ გაემგზავრა;
1804 თანამდებობიდან გადააყენეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები