პანეგირიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პანეგირიკი – (ბერძნ.) საზეიმო სიტყვა, რომელშიც ხოტბაშესხმული იყო სახელოვან წინაპართა ან გმირთა დიდებული საქმეები. მოგვიანებით პანეგირიკებს უძღვნიდნენ აგრეთვე მეფეებსა და იმპერატორებს. თანამედროვე გაგებით „პანეგირიკს“ უზომოდ აღფრთოვანებულ ხოტბაზე იტყვიან.