პაიჭაძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით პაიჭაძე – დაიბადა 1956 წლის 11 აგვისტოს თბილისში. — პოლიტიკოსი, ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1993-95): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“, საგარეო საქმეთა კომისიის, დარგობრივი ეკონომიკის კომისიის წევრი, ფრაქცია „ლიბერალების“ თავმჯდომარის მოადგილე.