ოხრაკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოხრაკა, ვახრაკა –– ქართაული ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი. მიღებულია გამოთქმიდან: „ოხ, რა კარგია«. ოხრაკა მაქციობის ოსტატია, შეგირდებს ასწავლის ცხოველად, ფრინველად ან სხვა საგნად გარდაქმნის წესს. ერთმა შეგირდმა გადააჭარბა ოსტატს. ორთაბრძოლაში ოხრაკა იღუპება. სიუჟეტი გავრცელებულია საერთაშორისო ზღაპრულ ეპოსში (აა 325).
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
ხალხური ზღაპრები, შეკრებილი ვლ. აღნიაშვილისგან, 1890.