ოჩიაური ხათუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხათუნა ოჩიაური

ხათუნა ოჩიაური – დაიბადა 1960 წლის 9 ივნისს თბილისში. — არქიტექტორი, პოლიტიკოსი.

განათლება – ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი (1982), ასპირანტურა (1988).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა პედაგოგიური საქმიანობას (2000-2006);
  • ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი (2006-2008): ეკონომიკური რეფორმებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი;
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი;
  • საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში (2013).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები