ოქსიმორონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოქსიმორონი – (ბერძნ. oxymoron – მახვილგონივრული სისულელ, პარადოქსული ანტითეზა (მაგ. „მღერად ოხვრა, ლხენად გლოვა მებადა“, ა. ჭავჭავაძე). ოქსიმორონის შინაარსს ქმნის ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრის გამომხატველი სიტყვების შეგნებულად შეწყობა აღქმის გაორების მიზნით.